ნეტფლიქსმა დაადასტურა, რომ სერიალ Love, Death & Robots-ის მეორე სეზონს გამოუშვებს.
ამის შესახებ კომპანიამ See Whats Next-ის ტვიტერის გვერდზე დაწერა.
”Love, Death and Robots დაბრუნდება! ჯენიფერ იუ ნელსონი შემოგვიერთდა, როგორც მეორე სეზონის მეთვალყურე რეჟისორი და ის ყველა სერიას დააკვირდება”, - წერს ნეტფლიქსი.
ჯენიფერ იუ ნელსონი Kung Fu Panda-ს ორივე ფილმის და The Darkest Mind-ის რეჟისორია.
Love, Death & Robots ნეტფლიქსის სერიალია, რომლის პირველ სეზონში სულ 18 მოკლე სერია იყო. პირველი სეზონის რეჟისორები დევიდ ფინჩერი, ჯენიფერ მილერი, ტიმ მილერი და ჯოშ დონანი იყვნენ.