კრიმინალი

კაცს, რომელმაც გერს მისივე შვილის თანდასწრებით სცემა, 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

0 კომენტარი
ფოტო: www.geo.tv

თბილისის საქალაქო სასამართლომ გერის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული კ.ც. დამნაშავედ ცნო. მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

"დადასტურდა, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს, მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევმა კ.ც.-მ თბილისში საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, გერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც დაზარალებულის  არასრულწლოვანი შვილი შეესწრო.  

სამართალდამცველებმა კ.ც. სასამართლოს განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა" - აცხადებს პროკურატურა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები