ანაკლიის პორტი

მთავრობა ანაკლიის კონსორციუმს ექვსი თვით გადაუვადებს ფინანსური დახურვის ვადას

ტაბულა

საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ანაკლიის კონსორციუმს ინვესტიციების ფინანსური დახურვის ვადას მთავრობა ექვსი თვით გადაუვადებს, რაც მთავრობის მომდევნო სხდომაზე უნდა დამტკიცდეს.

ანაკლიის კონსორციუმისთვის ფინანსური დახურვის ვადა აქამდე 15 ივნისისთვის იყო განსაზღვრული, თუმცა აქამდე ვერ შედგა შეთანხმება მთავრობასა და ოთხ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციას შორის, რომლებმაც პორტის მშენებლობის პირველი ეტაპი უდნა დააფინანსონ.

მთავრობა ამ ნაბიჯს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს გუშინდელი განცხადების შემდეგ დგამს.

"მე გამოვხატე იმედი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს. პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან და ხელს შეუშლის იმას, რომ საქართველო მოექცეს რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ქვეშ." - განაცხადა პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ვაშინგტონში ვიზიტისას.

სახელმწიფო მდივნის განცხადებას მალევე მოჰყვა მამუკა ბახტაძის რეაგირება. პრემიერ-მინისტრმა გუშინვე თქვა, რომ მთავრობა მხარს დაუჭერდა ანაკლიის კონსორციუმის თხოვნას ფინანსური დახურვის თარიღის გადავადებაზე.

კომენტარები