ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში პოლიცია რეზინის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით არბევს მომიტინგეებს

Twitter

12 ივნისს ჰონგ-კონგში პოლიციამ მომიტინგეების რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით, წიწაკის აეროზოლითა და ხელკეტებით დარბევა დაიწყო მას შემდეგ, რაც რამდენიმე მომიტინგემ მთავრობის შენობაში შეცვლა სცადა და პოლიციას პლასმასის ბოთლები ესროლა. ასობით ათასი ადამიანი ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტს აპროტესტებს.

არაერთი მომიტინგე მათი მიმართულებით გასროლილ ცრემლსადენი გაზის უკან გადაგდებას ცდილობდა. მომიტინგეებმა ქუჩაში ბარიკადები აღმართეს. ადგილზე არაერთი სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა. ზოგიერთ ადგილას გაჩნდა პირველადი დახმარების კარვებიც.

მომიტინგეებმა მთავრობის შენობასთან არსებული მთავარი ქუჩები დაიკავეს. ისინი ამბობენ, რომ მანამ არ დაიშლებიან, სანამ კანონპროექტს არ გაიწვევენ. მომიტინგეები ქოლგებით, საწვიმარი ლაბადებით, ნიღბების და ჩაფხუტების ტარებით იცავენ თავს.

პოლიციის ოფიცერმა სტეფან ლომ თქვა, რომ მომიტინგეებმა უნდა შეწყვიტონ ძალადობა, თუმცა ისიც დაადასტურა, რომ პოლიცია რეზინის ტყვიებს იყენებდა.

პოლიცია მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთვევაში ისინი "ამას ინანებენ".

20 ივნისს მთავრობამ საბოლოოდ  ხმა უნდა მისცეს აღნიშნულ კანონპროექტს, თუმცა საკანონმდებლო საბჭომ მისი მეორედ განხილვა გადადო. კანონმდებლების ინფორმაციით, კანონპროექტს "მოგვიანებით განიხილავენ".

შეგახსენებთ, რომ საკამათო კანონით ჰონგ-კონგიდან დამნაშავეების კონტინენტურ ჩინეთში გაგზავნა იქნება შესაძლებელი. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია.

საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა თქვა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც ამ მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.

აქციები გასულ კვირას დაიწყო და 1997 წლის შემდეგ ეს ყევლაზე დიდი საპროტესტო აქციებია ჰონგ-კონგში.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და დამოუკიდებელი სასამართლოთითაც განსხვავდება. ჰონგ-კონგს ასევე აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს გადის. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები