ზურა ხაჩიძე

ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე გახდა

facebook.com/zura.khachidze.7

მომღერალი, "ქუჩის ბიჭების" წევრი, ზურაბ ხაჩიძე, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი იყო, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნა.

​ის ამ თანამდებობაზე დღეს დაინიშნა და ბესიკ ამირანაშვილის უკვე მესამე მოადგილე იქნება.

ხაჩიძემ ტაბულასთან თქვა, რომ წარდგენამდე გასაუბრება ჰქონდა სოზარ სუბართან. 

კომენტარები