კრიმინალი

სუპერმარკეტის დაყაჩაღებაში ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სუპერმარკეტ "იოლის" დაყაჩაღებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. აზერბაიჯანის მოქალაქე ი.შ-ს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"დადასტურდა, რომ 2018 წლის 24 აპრილს, ღამის საათებში, თბილისში, ი.შ. კოსტავას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ "იოლში“, დანით თავს დაესხა სუპერმარკეტის თანამშრომლებს და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თანხა მოსთხოვა. თავდასხმის დროს ი.შ.-მ პოლიციის თანამშრომლები დაინახა და შემთხვევის ადგილის მიტოვება სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ის შემთხვევის ადგილზე დააკავეს" - აცხადებს პროკურატურა.

ი.შ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა.

კომენტარები