სასართლო რეფორმა

კობახიძე: სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღას საერთაშორისო პარტნიორებმა მაღალი შეფასება მისცეს

"მოხარული ვართ, რომ ესოდენ მაღალი შეფასება მისცა კანონპროექტს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირის დელეგაციამ", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ევროკავშირის დელეგაციისა და აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი მიესალმებიან სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფინალურ კანონპროექტს.

"გუშინ მოხდა შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში. მადლობას გადავუხდი ყველა სუბიექტს ძალიან აქტიური ჩართულობისთვის და კონსტრუქციული მიდგომისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა ამ პროცესში. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების. მათი კონსტრუქციული და საქმიანი მიდგომა რომ არ ყოფილიყო, ეს რეფორმა ვერ განხორციელდებოდა. დღეს საგანგებო განცხადება გამოქვეყნდა სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღასთან დაკავშირებით. ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის დელეგაციის მიერ გამოქვეყნდა. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და მათ რეკომენდაციებს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მოხარული ვართ, რომ ესოდენ მაღალი შეფასება მისცა კანონპროექტს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირის დელეგაციამ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო თავად კანონპროექტის შინაარსზე ხაზგასმა. კერძოდ აღნიშნულია, რომ ასახულია ყველა ის ძირითადი საკვანძო რეკომენდაცია, რომლის მიზანია სასამართლოს ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის შემდგომი გაუმჯობესება. ასევე მინიშნება კონსენსუსზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი", - თქვა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკომფერენციაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, და აღნიშნა, რომ საერთო ამოცანაა სასამართლო სასამარტლოს დამოუკიდებლობა, გაუმჯობესება და სწორედ აღნიშნული კანონპროექტი ამას ემსახურება - "უკვე ივლისის თვეში იქნება მიღებული პირველი მოსმენით კანონპროექტი და უახლოეს მომავალში დასრულდება ამ კანონპროექტის მიღება. რაც არსებითი ცვლილებების განხორციელებას უზრუნველყოფს მართლმსაჯულების სისტემაში" - თქვა კობახიძემ.

აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაციის მიერ დღეს გავცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი მიესალმებიან სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფინალურ კანონპროექტს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია მზადყოფნას გამოთქვამს კანონპროექტის დანერგვიდსა და შემდგომი რეფორმების პროცესისში.

კომენტარები