მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში

სააკაშვილი: უკრაინაში სამხედრო აღრიცხვაზე დავდექი, მზად ვარ, იარაღით დავიცვა უკრაინა

Facebook/ Mikheil Saakashvili

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი ამბობს, რომ უკრაინაში სამხედრო აღრიცხვაზე დადგა.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა და სამედიცინო შემოწმების ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა.

"გავიარე სამედიცინო შემოწმება და კიევ-სვიატოშინის რაიონის სამხედრო კომისარიატში სამხედრო აღრიცხვაზე დავდექი. კარგი ჯანმრთელობა მაქვს, სამხედრო სამსახურისთვის შესაფერისი, ასე რომ, მზად ვარ, იარაღით ხელში დავიცვა უკრაინა. 

ძალიან სასიამოვნო და პასუხისმგებლიანი მედპერსონალია, რომლებიც არცისე კარგ პირობებში მუშაობენ. სამხედრო კომისარიატსა და მის სთანამშრომლებს სასწრაფოდ უნდა გაეზარდოთ დაფინანსება," - წერს სააკაშვილი. 


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 28 მაისს დაუბრუნა. სააკაშვილი კიევში მეორე დღესვე ჩაფრინდა.

კომენტარები