თბილისის პრაიდი

"ნატა ფერაძეს ვუთხარი ფუ შენს ქალობასთქო და შევაფურთხე," - კონტრაქციის მონაწილე

0 კომენტარი

"მე ვუთხარი ნატა ფერაძეს ფუ შენს ქალობასთქო და შევაფურთხე," - ყვება თბილისის პრაიდის მხარდამჭერების წინააღმდეგ გამართული ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილე, რომელიც დაკავეული იყო და გაათავისუფლეს.

"ნატა ფერაძეს, რომელიც აყენებდა ეკლესიას შეურაცხყოფას, დედას აგინებდა მღვდლებს, ბოლოს შუა თითს გვაჩვენებდა ყველას და იქ პროვოკაციას მიმართავდა, როცა ჩვენ შორია გამოირა, ვუთხარი "ფუ შენს ქალობასთქო" და შევაფურთხე. ამას ვამბობ და ვაღიარებ რაც გავაკეთე და რის გამოც დამიჭირეს მე ვფიქრობდი, მაგრამ სულ სხვა ბრალეულობები წამიყენეს, ვითომ მე პოლიციას შევაგინე ან ვინმეზე ხელით გავიწიე, საერთოდ უზრდელი სიტყვა არ მითქვი," - ამბობს კონტრაქციის მონაწილე. 

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, 14 ივნისს ლგბტ+ თემმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"

აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ. 

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე. პარტიზანი მებაღე ტერიტორიას არ ტოვებდა გვიან ღამემდე და ამბობდა, რომ სახლში წასვლის შესაძლებლობა იმ გზით უნდა ჰქონოდა, როგორც ტავად ენდომებოდა და არა პოლიციის კორდონის თანხლებით, რა დროსაც სიძულვილის ჯგუფები მას მუქარით დადევნენ. "მოკალით, დაამტვრიეთ," - ყვიროდნენ მოძალადეები. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები