ანაკლიის პორტი

მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმს ფინანსური დახურვის ვადა 31 დეკემბრამდე გადაუწია

0 კომენტარი
ფოტო: ბია

მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვთარების მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმს ფინანსური ვალდებულებების შესრულების ვადა 31 დეკემბრამდე გადაუწია.

თარიღის გადავადებაზე მამუკა ბახტაძემაც ისაუბრა თავის პრესკონფერენციაზე. პრემიერის თქმით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის წევრები ამერიკული კომპანიის, SSA Marine-ის წარმომადგნელბს შეხვდნენ. SSA Marine ანაკლიის პორტის ოპერატორი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის კონსორციუმისთვის ფინანსური დახურვის ვადა აქამდე 15 ივნისისთვის იყო განსაზღვრული, თუმცა ვერ შედგა შეთანხმება მთავრობასა და ოთხ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციას შორის, რომლებმაც პორტის მშენებლობის პირველი ეტაპი უნდა დააფინანსონ.

საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა 12 ივნისს თქვა, რომ ანაკლიის კონსორციუმს ინვესტიციების ფინანსური დახურვის ვადა ექვსი თვით გადაუვადდებოდა.

მთავრობის რეაგირება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს გუშინდელ განცხადებას მოჰყვა:

"მე გამოვხატე იმედი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს. პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან და ხელს შეუშლის იმას, რომ საქართველო მოექცეს რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ქვეშ." - განაცხადა პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ვაშინგტონში ვიზიტისას.

პომპეოს განცხადების შემდეგ მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ მთავრობა მხარს დაუჭერდა ანაკლიის კონსორციუმის თხოვნას ფინანსური დახურვის თარიღის გადავადებაზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები