საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქოში რამდენიმე რელიგიური ორგანიზაცია მივიდა

საქართველოს საპატრიარქო

18 ივნისს საპატრიარქოში რამდენიმე რელიგიური ორგანიზაცია მივიდა.

როგორც საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში ბოლოდროს განვითარებულ მოვლენებს - "აღინიშნა, რომ ტრადიციული რელიგიებისთვის მიუღებელია როგორც ძალადობა, ისე ცოდვის აგიტაცია და პროპაგანდა.

მხარეთა მიერ გამოითქვა მზაობა, შემუშავდეს ერთობლივი მიმართვა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და ტრადიციული ღირებულებების დაცვას" - ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიის, მუსლიმური თემისა და იუდეველთა წარმომადგენლები ესწრებოდნენ .

 

კომენტარები