აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020

ტრამპი II ვადით არჩევისთვის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში ოფიციალურად ჩაერთო

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი ფოტო: Vox

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მეორე ვადით არჩევისათვის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში ოფიციალურად ჩაერთო.

ამის შესახებ განცხადება მან ფლორიდაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა.

მან ფლორიდას მისი მეორე სახლი უწოდა და მხარდამჭერებს მოუწოდა დატოვონ მისი გუნდი კიდევ 4 წლით.

"დღეს თქვენს წინაშე ვდგავად და ოფიციალურად ვიწყებ კამპანიას, რათა აშშ-ის პრეზიდენტი მეორე ვადით გავხდე. გპირდებით, არასოდეს დაგაღალატებთ. ჩვენ შევინარჩუნებთ ამერიკის დიდებას." თქვა მან.

ტრამპმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას.

"ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა კანონმორჩილი მოქალაქეების თავშესაფარი უნდა იყოს და არა კრიმინალების და უცხოების."

ტრამპმა დემოკრატიული პარტია ქვეყნის გახლეჩის მცდელობაში დაადანაშაულა და "რადიკალი მემარცხენე ბრბო" უწოდა, რომელთაც აშშ-ში სოციალიზმის დამკვიდრება სურთ.

"2020 წელს დემოკრატებისათვის მიცემული ხმა არის რადიკალური სოციალიზმის აღზევების და ამერიკული ოცნების განადგურებისათვის მიცემული ხმა." თქვა ტრამპმა.

მან ასევე თქვა, რომ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს სურთ არალეგალური მიგრაცია ლეგალური გახადონ, რათა ამომრჩევლები მოიპოვონ.

"მათ სურთ გაანადგურონ ის ქვეყანა, რომელსაც ვიცნობთ." თქვა მან.

ტრამპთან ერთად შეხვედრაზე აშშ-ის პირეველი ლედი მელანია ტრამპიც გამოჩნდა. მან თქვა, რომ აღაფრთოვანებს ის იდეა, რომ ქვეყნის პირველი ლედი კიდევ ექვსი წლის განმავლობაში იყოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები