მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა

ზურაბიშვილი: რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ოკუპანტთან?!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესიის გამართვას აკრიტიკებს. ის კითხულობს, რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება, არსებობდეს საქართველოსა და ოკუპანტ ქვეყანას შორის.

"მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა??? რას ნიშნავს? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყნის შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. რომელიც კრძალავს - გუშინწინდელი მაგალითი გრემისხევში- ქართველ და ოს ქრისტიანთა ხატთან ერთობლივ მისვლას და ლოცვას, საკუთარ დედ-მამის საფლავების კურთხევას, აფხაზეთის ქართულ ეკლესიების აღდგენას !!!! აქ მართლმადიდებლური არც არაფერია ! რუსეთისთვის ჩვეულებრივი ხერხი, ესე იგი პოლიტიკურ მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია ! და თუ ეს ასეა, ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც?",- წერს ზურაბიშვილი Facebook-ზე.

თბილისში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობს. სხდომას რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვება, რომელიც ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავჯდომარის სავარძელში იჯდა.

კომენტარები