ლარის გაუფასურება

ლარი ისევ გაუფასურდა - დოლართან მიმართებით 0.73 თეთრით, ევროსთან - 1.77 თეთრით

კოლაჟი ტაბულა

ლარი ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7798 ლარი გახდა. გუშინდელი კურსი 2.7871 ლარი იყო, შესაბამისად, ცვლილება 0.73 თეთრია.

რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებით 1.77 თეთრით გაუფასურდა. 1 ევროს ოფიციალური კურსი 3.1229 ლარია.

საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურდა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთანაც.

ორთვიანი გაუფასურების შემდეგ, ლარს დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა, 14 ივნისის შემდეგ, ეროვნული ვალუტა დოლართან 5 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 3 თეთრით.

კომენტარები