რობერტ სტურუა

რობერტ სტურუა: ბოროტმა სულმა იმარჯვა, ნაცისტები ზეიმობენ, საქართველო აღარ არის

0 კომენტარი
რობერტ სტურუა ფოტო: facebook.com/robert.sturua

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა, 20 და 21 ივნისს პარლამენტის წინ ჩატარებულ ანტისაოკუპაციო აქციებს გამოეხმაურა.

სტატუსი მან საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

"ბოროტმა სულმა იმარჯვა, ნაცისტები ზეიმობენ, საქართველო აღარ არის", - წერს რობერტ სტურუა.

რუსთაველის სამხატვრო ხელმძღვანელის სტატუსი დიდი ენთუზიაზმით აიტაცა რუსულმა მედიამ. ისინი წერენ, რომ "ქართველი და რუსი მსახიობი, მოსკოვის თეატრის Et Cetera-ის მთავარი რეჟისორი, რობერტ სტურუა, თბილისში საპროტესტო აქციებზე წერს".

20 ინვისს, პარლამენტის წინ, საქართველოში რუსი დეპუტატების სტუმრად ჩამოყვანის გამო ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა. შეკრებიდან რამდენიმე საათის შემდეგ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით აქცია დაშალეს. მოქალაქეები პარლამენტის წინ გუშინაც შეიკრიბნენ, სადაც აქციის დაშლის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას და მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვდნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები