რობერტ სტურუა

სტურუა: საქართველო არის უნიჭო ადამიანების ბრძოლა ნიჭიერ ხალხთან

საქართველო, ეს არის უნიჭო პოლიტიკოსების, ბანკირების, ბიზნესმენების და უნიჭო ადამიანების ბრძოლა ნიჭიერ ხალხთან. ეს უნიჭოები უფრო ბრაზდებიან იმაზე, რომ ვერ შეინარჩუნეს რაღაც ნიჭი და სულ გაბოროტდნენ და გვჭამენ.

თქვა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ გუშინ, 14 აპრილს, საზოგადოება ქართულის წარდგენის ცერემონიაზე ტელეკომპანია იმედთან.

საზოგადოება ქართულის საინიციატივო ჯგუფს ანსამბლ ბასიანის სოლისტი, გიორგი გაბუნია ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ინიციატივის მიზანი ისეთი "ეროვნული მიზნების საკითხებზე" მსჯელობაა, როგორიცაა ქართული ენა, დემოგრაფია, ემიგრაცია, ქართული ოჯახის გაძლიერება და სხვა.

საზოგადოების წარდგენის ცერემონიას თბილისის ისტორიულ მუზეუმ ქარვასლაში სტურუასთან ერთად ესწრებოდნენ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, ვეტერანი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე და სხვები.

კომენტარები