სირცხვილია - აქცია პარლამენტთან

აქციის მონაწილეებმა ქართული ოცნების ოფისთან საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და დაიშალნენ (VIDEO)

​აქციის მონაწილეები, რომლებიც უკვე სამი დღეა რუსთაველის გამზირზე რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ, ქართული ოცნების ოფისთან მივიდნენ.

მათ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს, რის შემდეგაც გაიმეორეს მათი მოთხოვნები: 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლება, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება და იმ პოლიციელების დასჯა, რომლებმაც 20 ივნისის დარბევის დროს უფლებამოსილებას გადაამეტეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ "მშვიდობა", "საქართველოს გაუმარჯოს", ამის მერე კი მშვიდობიანად დაიშალნენ.

აქცია ხვალ, 23 ივნისს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან კვლავ გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია აქციის მონაწილეების ქართული ოცნების ოფისისკენ წასვლის შესახებ, პარტიაში სპეცრაზმი მიიყვანეს.

კომენტარები