ლარის გაუფასურება

ახალი ანტირეკორდი - დოლარი 2.847 ლარი ღირს, ევრო 3.2356

კოლაჟი ტაბულა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი გაუფასურებას განაგრძობს. 26 ივნისის ვაჭრობის შედეგად, დოლარის ღირებულება 2.8470 ლარი იქნება, ევროსი კი 3.2356 ლარი.

ეს იმას ნიშნავს, რომ გუშინდელთან შედარებით, ლარი დოლართან მიმართებით 1.37 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი 0.96-ით.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასთან მიმართებითაც, ხოლო მცირედით გამყარდა ბრიტანულ გირვანქასთან.

ორთვიანი გაუფასურების შემდეგ, ლარს დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა, 14 ივნისის შემდეგ, ეროვნული ვალუტა კვლავ უფასურდება.

კომენტარები