20 ივნისი

აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით

0 კომენტარი

აშშ-ის საელჩო საქართველოში 20 ივნისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს.

"აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება 20 ივნისს თბილისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია დემონსტრანტების მიმართ ძალადობრივი ქმედებებისა და ძალაუფლების გადამეტების ინციდენტების გამოძიება, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით.

ახლა ყველაზე მეტად საჭიროა დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად," - ნათქვამია განცხადებაში. 

20 ივნისის ღამის შემდეგ პარლამენტის წინ პროტესტი უწყვეტად გრძელდება, სადაც მთავარ მოთხოვნად შს მინისტრ გახარიას გადადგომა რჩება. დღეს, 26 ივნისს, პარლამენტმა პროკურატურას უფლება მისცა, სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება მოსთხოვოს. 91 მომხრე, 0 წინააღმდეგი, 3-მა თავი შეიკავა - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები