ქართველი ლეგიონერები

ვაკო ყაზაიშვილმა "სან ხოსეში" დუბლი შეასრულა და თავის გუნდს მოაგებინა (ვიდეო)

"სან ხოსეს" ქართველმა ლეგიონერმა ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ის მე-16 ტურში დუბლი შეასრულა და თავის გუნდს "ჰიუსტონ დინამოსთან" 2:0 მოაგებინა.

ვაკომ ანგარიში 22-ე წუთზე გახსნა და კალიფორნიელები წინ გაიყვანა. 75-ე წუთზე, მან კიდევ ერთი გოლი გაიტანა და დუბლიც გაიფორმა. ქართველს ჰეთ-თრიქის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მეკარემ მისი დარტყმული ბურთი მოიგერია.

"სან ხოსეს" მეორე ქართველმა ფეხბურთელმა გურამ კაშიამ მინდორზე 90 წუთი გაატარა.

კალიფორნიული გუნდისთვის ეს სეზონში მე-6 გამარჯვება იყო. 22 ქულით, "სან ხოსე" დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის ზონაში მე-6 ადგილზეა.

კომენტარები