ლარის გაუფასურება

გვენეტაძის თქმით, ლარის გაუფასურებას უარყოფითი მოლოდინები იწვევს

კობა გვენეტაძე
პარლამენტი

ერონვული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ლარის კურსის ვარდნა რუსეთიდან საჰაერო მგზავრობის აკრძალვის შემდგომ გაჩენილმა უარყოფითმა მოლოდინებმა გამოიწვია:

"ლარის კურსზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას აქვს მცურავი გაცვლითი კურსი. დღევანდელ სიტუაციაში გამოიკვეთა ის ფაქტორი, რომელიც ამ ეტაპზე ლარის კურსს მოლოდინებით გადმოეცემა. დაანონსებული იყო ინფორმაცია, რომ შეხღდვა მოხდება ფრენების, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია უფრო ნაკლები რაოდენობის ტურისტი ჩმოვიდეს რუსეთიდან. სწორედ მოლოდინების არხით მოხდა გადაცემა კურსზე და აისახა კიდევაც მასზე" - თქვა გვენეტაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ 27 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი კვლავ გაუფასურდა. დოლართან მიმართებით გაუფასურებამ 3.21 თეთრი შეადგინა, ევროსთან კი 4.02 თეთრი.

ამგვარად, 28 ივნისს ერთი აშშ დოლარი2.8791 ლარი ეღირება, ერთი ევრო კი 3.2758 ლარი. ეროვნული ვალუტისთვის ეს ისტორიული ანტირეკორდია.

ლარი გაუფასურდა თუქრულ ლირასა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც.

ორთვიანი გაუფასურების შემდეგ, ლარს დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა, 14 ივნისის შემდეგ, ეროვნული ვალუტა კვლავ უფასურდება.

კომენტარები