ენგურის ხიდი

განათლების სამინისტრო: ენგურის ხიდის ჩაკეტვის მიუხედავად, აბიტურიენტების უფლებებს დავიცავთ

accent.com.ge

საქართველოს მეცნიერების და განათლების სამინისტრო ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტროს ცნობით, ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება დაცული იქნება.

მათივე ინფორმაციით, განათლების სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად. 

"საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად და საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება, დაცული იქნება ყველა აბიტურიენტის ინტერესი და მათ აუცილებლად მიეცემათ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა!",- წერია განცხადებაში.

ენგურის ხიდი, საოკუპაციო რეჟიმმა 27 ივნისს ჩაკეტა. დე ფაქტო მთავრობის თქმით, ე.წ საზღვრის ჩაკეტვა საქართველოში მიმდინარე აქციებს უკავშირდება. 

 

კომენტარები