ზუგდიდში პატრიოტთა ალიანსის აქციის გასაპროტესტებლად პუტინის ბანერი გამოფინეს

ლაივპრესი

ზუგდიდში პატრიოტთა ალიანსის აქციის გასაპროტესტებლად პუტინის ბანერი გამოფინეს

პატრიოტთა ალიანსის აქცია ზუგდიდის მთავარ მოედანზე მიმდინარეობს. იქვე მდებარე შენობის სახურავიდან კი ორმა აქტივსტმა, ცაბუნია ვართაგავამ და როსტომ ზარანდიამ პუტინის ბანერი გამოფინა, შუბლზე საბჭოთა კავშირის სიმბოლოთი.

მიმდინარე აქციაზე პარტიის ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა აქციის მონაწილეებს მიმართა და თქვა:

"არა ნაციონალურ მოძრაობას, ბოკერიას პარტიასა და ქართულ ოცნებას. დავიღალეთ მათი სპექტაკლებით. თბილისში რაც ხდება, ქართველი ხალხის წინააღმდეგაა. მაინცდამაინც ლგბტ უნდა გინდოდეს? არა ხელისუფლების გადაცემას, რასაც ახლა "ქართული ოცნება" აკეთებს. დავით გარეჯი საქართველოა და ეს არ გვავიწყდება არავის. მათ უნდათ, რომ სოხუმი და ცხინვალი არ დაბრუნდეს საქართველოში".

კომენტარები