თბილისის ქუჩები, რომლებსაც 1 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

1 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, სოფელი ზურგოვანის, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, მუხათგვერდის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დემეტრე თავდადებულის და თოფურიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, ჭყონდიდელის, ალექსანდრე მრევლიშვილის, საყვირის, ჭილაიას, ხვინგიას, ნათაძის, წიწამურის, ტრაქტორის, ილურიძის და ხუთწლედის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სოფელი თელეთის, სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III მიკრორაიონის, ლევან ღოღობერიძის, სურგულაძის, ჟორდანიას და თელეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, ბაშალეიშვილის, გუნიას, ალეკო შენგელიას და გაიოზ იმედაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, აწყურის, ცუცხვათის, შორაპნის, შირაქის და ლასხიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, ბაქოს, წინამძღვრიშვილის და კარგარეთელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები