20 ივნისის აქციის საქმეზე გიგი უგულავა გამოკითხვაზე დაიბარეს

ტაბულა

20 ივნისის აქციის საქმეზე ევროპული საქართველოს წევრი გიგი უგულავა გამოკითხვაზე დაიბარეს. უგულავას თქმით, უწყება ცოტა ხნის წინ მიუტანეს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო და პერსონალურად ბატონო გახარია. მრავალგზის ვთქვი და რატომ აგდებთ თქვენს თანამშრომლებს უხერხულ მდგომარეობაში. გამოკითხვაზე შსს-ში მივალ მას შემდეგ, რაც თქვენ მიბრძანდებით. ამასთანავე, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე მზად ვარ, თუნდაც ხვალ, მივიდე მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვაზე. გთხოვთ უზრუნველყოთ. მადლობა" - წერს უგულავა.

20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის შემდეგ, შსს-მ და პროკურატურამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციის ნაწილს პროვოკაციების მოწყობასა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ. შსს-მ გამოძიების დაწყებისთანავე განაცხადა, რომ გამოკითხვაზე დაიბარებდნენ ნიკა მელიას, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილს. მოგვიანებით, პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალიც წარუდგინა. ენმ-ის დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა, ასევე, გაუკეთდა ელექტრონული სამაჯური.

კომენტარები