ვულკანის ამოფრქვევა

იტალიაში ვულკანი სტრომბოლი ამოიფრქვა, დაიღუპა ერთი ადამიანი

ვულკანი სტრომბოლი
CNN

იტალიაში კუნძულ სტრომბოლიზე ვულკანი ამოიფრქვა. დაიღუპა ერთი ადამიანი.

ვულკანის ამოფრქვევამ მთის ფერდობზე ხანძარი გააჩინა. ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრეები და თვითმფრინავები ცდილობენ.

დაღუპული ტურისტია, რომელიც ამოფრქვევისას ვულკანის ფერდობზე იმყოფებოდა. დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი.

მიმდებარე სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. კუნძულიდან ტურისტების გასაყვანად მობილიზებულია გემები.

სტრომბოლი იტალიის ყველაზე აქტიური ვულკანია. ის ბოლოს 2007 წელს ამოიფრქვა.


ფოტო: EPA

კომენტარები