უიმბლდონი

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონს გამოეთიშა

qatartennis.org

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის მეორე წრეში ბრიტანელ დენიელ ევანსთან დამარცხდა.

მსოფლიოს მე-16 ჩოგანმა ვერცერთი სეტი მოიგო და შეხვედრა 3 სეტში 3:6, 2:6, 6:7 წააგო. 

ევანსი, მსოფლიოს 61-ე ჩოგანია, მაგრამ ის ბალახის კორტებზეა სპეციალიზებული და მისი კარიერული წარმატებაც სწორედ ასეთ საფარზე ფიქსირდება.

კომენტარები