გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2019 წლის 1 იანვრიდან 30 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1121 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 93 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი ფაქტი კახეთში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე ნაკლები თბილისსა და გურიაში.
- კახეთი - 447
- სამცხე-ჯავახეთი - 130
- იმერეთი - 119
- ქვემო ქართლი - 102
- აჭარა - 100
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 88
- შიდა ქართლი - 57
- მცხეთა-მთიანეთი - 32
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18
- გურია - 16
- თბილისი - 12
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობითვე, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 12429 მ3-მდე ხე-ტყე.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 278 ფაქტი და ამოღებულია 120 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.