ნინო ქათამაძე

ნინო ქათამაძე რუსეთში აღარ იმღერებს: ჩემი გადაწყვეტილება ტკივილით იყო სავსე

ნინო ქათამაძე რუსეთში აღარ იმღერებს. მომღერალმა გადაწყვეტილებას "ტკივილით სავსე" უწოდა და მიზეზებზე "ბი-ბი-სის" რუსულ ბიუროსთან ისაუბრა.

"მე, როგორც მოქალაქესა და როგორც ქართველს, არ მქონდა უფლება, ვყოფილიყავი ჩემი მსმენელის წინაშე ყალბი. არ გამეთვალისწინებინა ის მოვლენები, რომელიც ახლაც მიმდინარეობს თბილისში," - განმარტა მან.

კითხვაზე, პოლიტიკა და ხელოვნება არის თუ არა ორი სხვადასხვა მხარე, ნინო ქათამაძე პასუხობს, რომ ეს მითია. მისივე თქმით, შეიძლება ასეთი რამ ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში, თუმცა საქართველოში არის ომი და რთული ისტორიული ფონი.

"მე არ შემიძლია ვიყო ადამიანი, რომელიც მღერის სიყვარულზე სიყვარულის გარეშე."

ნინო ქათამაძის თქმით, მან ამ გადაწყვეტილებაზე ფიქრი 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო. მომღერალმა მოსკოვში ბოლო კონცერტი 22 ივნისს გამართა, კონცერტს საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა. 30 ივნისს მომღერალმა სოციალურ ქსელში მიმართვა გამოაქვეყნა, რუსეთს ოკუპანტი უწოდა, ვლადიმერ პუტინს კი საქართველოსა და, შესაბამისად, საკუთარი მტერი.

კომენტარები