ლევან ვასაძე

ვასაძე: ბოკერიას გეგმა იყო პრაიდი, ხალხის გაღიზიანება, გადატრიალება, გავრილოვის გამოყენებაც

ლევან ვასაძემ ფეისბუქ გვერდზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც გავრილოვის ვიზიტზე და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებზე საუბრობს. მისი თქმით გიგა ბოკერიას გეგმა იყო პრაიდის ჩატარება და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, რაშიც გავრილოვის გამოყენებასაც გეგმავდა:

"ერთი წლით ადრე იყო ცნობილი ორივე თარიღი. ე.წ. პრაიდის თარიღიც და მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თარიღი. ეგ გეგმა იყო გიგა ბოკერიასი და სხვა ნაცებისაც მაგრამ, ძირითადად მისი, ხელისუფლების გადატრიალებისა და ხელში აღებისათვის. საბაზისო სცენარში უნდა ჩაეტარებინათ პრაიდი, როგორც ჩაუტარეს ჩვენს უკრაინელ ძმებს, გაეღიზიანებინათ და ეცემათ ხალხი და მერე ამის ფონზე მოეწყოთ გადატრიალება. თუ გამოუვიდოდათ გავრილოვის გადურაკება ეგეც გამოეყენებინათ, მაგრამ ბოლომდე არ იცოდნენ ჩაჯდებოდა თუ არა ის იმ სკამში. პრაიდი რომ ჩაეტარებინათ კორიდორში გადაღებული ფოტოც ეყოფოდათ ხელისუფლების დასამხობად."

ვასაძემ ასევე ახსნა რას საქმიანობდა უკანასკნელი დღეების განმავლობაში. მისი თქმით პროვოკაციების საფრთხის გამო ის უცხოელებთან შეხვედრებით შემოიფარგლა, მათ შორის რუსებთან:

"რუსებს რაც შეეხება, მე რაღაც ხომ უნდა მეკეთებინა, ვერის ბაღში ვერ მივდიოდი იმიტომ, რომ ვიცოდი, რომ მომიწყობდნენ რაღაც პროვოკაციას და ატყდებოდა თავპირისმტვრევა. გუშინ და გუშინწინ მე ვმუშაობდი ამერიკელებთან, ჩინელებთან, არ გაგიკვირდეთ, რატომ, მერე აგიხსნით, და რუსებთან. რუსებს რაც შეეხება, მათ ჩემგან ყველაფერი მიიღეს. ეს სწორედ ის წრეა, გავრილოვის. ის სწორედ იმ კონსერვატორების წრეს მიეკუთვნება, რომლებსაც ვცდილობ რაღაც ავუხსნა. მე არა მგონია, რომ გავრილოვი შეგნებული პროვოკატორი იყოს ლიბერალიზმისა, მაგრამ მთლად დალაგებული არ არის ეგ კაცი იმ თვალსაზირისით, რომ არ ესმის, იმ ყველაზე მძიმე კატეგორიას განეკუთვნება რუსების პატრიოტებისა, რომლებთანაც ყველაზე უფრო მიჭირს ურთიერთობა და მასეთია ათში ცხრა, რომლებსაც არ ესმით, რომ შეიძლება რუსეთის სახელმწიფომ ვინმეს რამე აწყენინოს. გკითხავენ შუშის თვალებით "გრუზინი ტამ ნას ლუბიატ?" აი ესაა რომ გინდა რო წვდე იქვე ყელში."

კომენტარები