მამა დავით ისაკაძე

მამა დავით ისაკაძე ღირსების მარშზე: დილის 6 საათიდან დავიკავოთ ყველა ცენტრალური მაგისტრალი

0 კომენტარი
მამა დავით ისაკაძე ფოტო: Facebook

დეკანოზმა დავით ისაკაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში თქვა, რომ თბილისი პრაიდის მიერ ორგანიზებული ღირსების მარშის, რომელიც ხვალ არის დაგეგმილი, ჩატარებას არ დაუშვებენ:

"დღეს გავრცელდა ინფორმაცია სხვადასხვა ქართული ტელეარხების მიერ ჭინკების აღლუმის გამართვასთან დაკავშირებით. ეს არის მორიგი დიდი პროვოკაცია მიმართული ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ზნეობის, ჩვენი სარწმუნოების საწინააღმდეგოდ... პირველ რიგში მინდა გაუწყოთ ყველას, რომ დილით ადრიანად, დაახლოებით 6 საათიდან ყველა ცენტრალური მაგისტრალი, მისი ძირითადი ლოკაციები დავიკავოთ, მშვიდობიანად, ყოველგვარი ძალადობისა და ძალმომრეობის გარეშე. დავიკავოთ, რათა დავიცვათ ჩვენი ღირსება. მავანნი არქმევენ ამ მარშს ღირსების მარშს, საქართველოს მოსახლეობის 97%-მა იცის, რომ ეს არის გარყვნილების და უზნეობის მარში, რასაც ქართველი ხალხი, კავკასიის შვილები არ დავუშვებთ. რამდენიც არ უნდა ვიყოთ ჩვენ, ვიქნებით აქტიური წინააღმდეგნი ასეთი პროვოკაციის გამართვისა."

მან საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ელიზაბეთ რუდსაც მიმართა:

"პირველ რიგში ეს მინდა იცოდეს ქალბატონმა ამერიკის საელჩოდან. ნუ შეუწყობს ასეთი მავნე პროცესების განვითარებას ხელს საქართველოში. საბედნიეროდ, საქართველო არ არის ამერიკა. ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ზნეობა და ღმერთი არ დაგვიკარგავს, ისე, როგორც სამწუხაროდ ხდება დღეს ამერიკაში და ევროპაში. ღმერთი გვასწავლის, რომ სოდომია, ეს არის უმძიმესი ცოდვა და მის ქადაგებას ჩვენ, სასულიერო პირები, ერის ადამიანები, საქართველოს ღირსეული შვილები არ დავუშვებთ. ყველანი იყავით ყურადღებით. ხელისუფლებას, სამართალდამცავ ორგანოებს ვთხოვ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან მსგავსი პროვოკაციების გამართვა ასეთ უმძიმეს ვითარებაში, რაც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში, არ შეიძლება ახალი დესტაბილიზაციის კერის შექმნა."

მამა გიორგი ისაკაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას "სატანური შაბაში" უწოდა და დაიმუქრა, რომ თუ აქციები არ დასრულდება, იმავე ადგილას თავადაც შეიკრიბებიან:

"მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას დამთავრდეს ეს მარაზმატული თხუთმეტდღიანი ორგია პარლამენტის წინ. ჩვენც გვაქვს უფლება, საქართველოს შვილები ვართ, თბილისელები ვართ, მინდა გავისეირნო ჩემს საყვარელ პროსპექტზე ჩემს შვილებთან ერთად მაგრამ არ მინდა დავინახო ეს საზიზღარი საშინელი ხალხი, რომლებიც ჩემს ქვეყანას შეურაცხყოფას აყენებენ, ჩემს სარწმუნოებას შეურაცხყოფას აყენებენ და არ მინდა რომ მოხდეს იქ პროვოკაცია და დაპირისპირება, ამიტომ დროზე დაამთავრონ ეს სატანური შაბაში ამ საცოდავმა ხალხმა, თორემ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას მოვაწყოთ ჩვენი აქციები ზუსტად იქ, სადაც ეს საშინელი ხალხია შეკრებილი." თქვა მან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები