დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე - ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

რუსთაველის გამზირზე დაპირისპირება მოხდა - ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას თავის არეში აქვს დაზიანება. დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. დაზარალებულის დის თქმით, უცნობმა პირმა მის ძმას თავში ქამარი ჩაარტყა.

"20 ივნისიდან, ყოველ საღამოს ვდგავართ საქართველოს სამსახურში მე, ჩემი ძმა და დედაჩემი, ვლაპარაკობდით, მოვიდა ვიღაც ბიჭი და ქამარი ჩაარტყა მთელი ძალით თავში, სისხლი წასკდა" - ამბობს დაშავებულის და TV პირველთან.

მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პრორუსულ და ანტისაოკუპაციო აქციებს პოლიციის და ავტობუსების ოჰყოფს, ბოლო ნახევარ საათში პროპუტინისტური დაჯგუფების რამდენიმე წევრი გადავიდა მეორე მხარეს და გიორგი გახარიას გადადგომის მომხრეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ისინი პოლიციამ უკან, კორდონის მეორე მხარეს დააბრუნა.

კომენტარები