უკრაინა

ზელენსკიმ დამოუკიდებლობის დღის აღლუმი გააუქმა - განკუთვნილ ფულს სამხედროებს გადაურიცხავს

UNIAN

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს აღლუმის გამართვის ნაცვლად, სამხედროებს პრემიებს დაურიგებენ

ამის შესახებ ზელენსკიმ Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში თქვა და აღნიშნა, რომ აღლუმის გაუქმების მიუხედავად, ქვეყანაში დამოუკიდებლობის დღეს მაინც აღნიშნავენ. 

"მინდა გაგიზიაროთ ასეთი იდეა. ტრადიციულად, 24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობას აღნიშნავს, იმართება სამხედრო აღლუმი, რაც პომპეზური და ძვირი ღონისძიებაა. წელს ვაპირებ, რომ ეს თანხა ჩვენს გმირებს, სამხედრო მოსამსახურეებს ჩავურიცხო"- ამბობს ზელენსკი

მისი თმით, ყველა უკრაინელი სამხედროს პრემიისთვის 300 მილიონ გრივნას ( თითქმის 12 მილიონი დოლარი) გამოყოფს.

კომენტარები