ჩინეთი

7-მა ქალმა ოცნების სახლი აიშენა, რათა ცხოვრების ბოლომდე ერთად იცხოვრონ

My Modern Met

მსოფლიოში ძალიან ბევრია ადამიანი ღელავს იმაზე, რომ სიბერეში შეიძლება, მარტო დარჩნენ. ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში მცხოვრებმა 7-მა საუკეთესო მეგობარმა კი გადაწყვიტა, რომ ოცნების სახლი აეშენებინა, სადაც ცხოვრების ბოლო დღეებს ერთად გაატარებდნენ. 

გუანჯოუს გარეუბანში, სიმწვანეში ჩაფლული თეთრი ოცნების სახლის ღირებულება $580 000-ია და მისი ფართობი 700 კვ.მ.-ია. 

პირველ სართულზე საერთო ოთახებია განთავსებული, ხოლო მეორე სართულზე კი პირადი ოთახები. 20-წლიანი მეგობრობის შემდეგ, 7-მა საუკეთესო მეგობარმა ქალმა პირობა დადო, რომ ისინი ერთად იცხოვრებდნენ. ამდენწლიანი მეგობრობის შემდეგ ისინი ერთმანეთთან დებივით არიან, თუმცა როგორც მოგეხსენებათ, ხანდახან ოჯახის წევრებიც ჩხუბობენ. ამის თავიდან ასარიდებლად მათ სახლის საქმეები გადაინაწილეს - მაგალითად, თუკი ერთს სამზარეულოს საქმეები ეხება, მეორეს ბაღის გაშენება და ბოსტნეულის მოყვანა ევალება. თითოეულ ქალს თავისი უნიკალური როლი აქვს საერთო სახლში. 

კომენტარები