პატრიოტთა ალიანსი

პატრიოტთა ალიანსი: ხმოვანი საყვირების აქცია იყო - პარლამენტთან მისვლა არ დაგვიგეგმავს

პატრიოტთა ალიანსი ლაგოდეხის ოფისი / facebook

პატრიოტთა ალიანსი პარლამენტთან აქციას არ აპირებს - ამის შესახებ პარტიის წევრმა გოჩა თევდორაძემ თქვა. 

თევდორაძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ჩატარდა მსვლელობა, რითაც "ელგებეტე" პროპაგანდა და რუსთავი 2-ის "პროვოკაციები" გააპროტესტეს. 

"ეს იყო ხმოვანი საყვირების აქცია, ფილარმონიიდან დაწყებული თავისუფლების მოედნის ჩათვლით. 5 საათიდან იყო, 10 წუთი გაგრძელდა და უკვე დასრულდა, თორემ პარლამენტის წინ აქციაზე მისვლა არც ყოფილა დაგეგმილი",- უთხრა თევდორაძემ ტაბულას.  

მისივე თქმით, ეს აქცია პარალელურად მიმდინარეობდა გორში, თელავში და ზუგდიდში. 

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ აქცია "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა facebook-ზე დაწერა, რომ პატიორტთა ალიანსის აქტივისტები პარლამენტთან აქციის ჩასატარებლად მივიდნენ. 

კომენტარები