აქცია სირცხვილია

დემონსტრანტებმა გიორგი გახარია ტვ პირველის შენობაში სტვენით და შეძახილებით შეაცილეს - VIDEO

დემონსტრანტების ნაწილმა გიორგი გახარია ტვ პირველის შენობაში სტვენით და შეძახილებით შეაცილეს

აქციის მონაწილეებმა აქ გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვეს - შინაგან საქმეთა მინისტრი 20:00 საათზე გადაცემა რეაქციის სტუმარია.

აქციის მონაწილეებმა გახარიას სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს და შენობაში სტვენით და შეძახილებით შეაცილეს. შს მინისტრი შენობაში უკომენტაროდ შევიდა. 

ახალგაზრდები გეგმავენ, ყველგან იყონ, სადაც საქართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლები იქნებიან, რათა, როგორც ამბობენ, გააგონონ ხმა და შეუქმნან დისკომფორტი მანამ, სანამ გიორგი გახარია თანამდებობიდან არ გადადგება. 

კომენტარები