აქცია სირცხვილია

აქციის სცენის მიღმა სივრცეში შევარდნის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

რუსკა მჭედლიძე

აქციის სცენის მიღმა სივრცეში შევარდნის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. 

თავდამსხმელები ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. 

რუსთაველზე, პარლამენტის წინ, აქცია "სირცხვილიას" სცენის მიღმა სივრცეში შეჭრა ორმა ადამიანმა სცადა

აქციების ორგანიზატორის, ნოდარ რუხაძის თქმით, ისინი პროვოკატორები იყვნენ, რომლებიც "ყვიროდნენ, იგინებოდნენ, შემდეგ კი აპარატურის მენეჯერებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადეს". 

პოლიციამ თავდამსხმელები გააპარა, თუმცა, აქტივისტების მოთხოვნის შემდეგ მათ პოლიციაში გადაინაცვლეს. 

პარლამენტთან დღეს უკვე 23-ე დღეა, შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება. 

კომენტარები