გავრილოვის ღამე

ევროკავშირის წარმომადგენლობა: ელჩი 20 ივნისს პარლამენტში არ ყოფილა, ის თბილისში არ იმყოფებოდა

0 კომენტარი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში ტაბულას უთხრეს, რომ 20 ივნისს ელჩი პარლამენტში არ ყოფილა და ის დილიდან თბილისში არ იმყოფებოდა.

საქმე ეხება შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის მიხედვით, ის 20 ივნისის ღამეს პარლამენტში რამდენიმე ქვეყნის ელჩებთან ერთად იმყოფებოდა და მათთან ერთად ხედავდა "ზოგიერთი პოლიტიკოსი, როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს".

გახარიას განცხადებას დღეს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომელიც ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც უწყების წარმომადგენელი მედიასთან ამბობს, პირველად ესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები