ქართული ოცნება

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე გახარიაზე: გრიგოლია უკონტაქტო გაუპატიურებისთვის ჩივის

0 კომენტარი
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" წევრი ლევან ონიანი

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა, შს მინისტრთან ინტერვიუს გამო ტვ პირველის წამყვანს, ინგა გრიგოლიას, შეურაცხყოფა მიაყენა.

"ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის" - წერს ლევან ონიანი "ქართული ოცნების" ერთერთი აქტივისტის პოსტის კომენტარებში. 

გუშინ, 11 ივლისს საავტორო გადაცემაში "რეაქცია" ინგა გრიგოლიას სტუმარი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იყო, რომლის გადაყენებასაც რუსთაველზე მდგარი ადამიანები უკვე 21 დღეა, ითხოვენ. ინტერვიუს შემდეგ გახარიასა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და აქტივისტები სოციალურ ქსელში ჟურნალისტს შეურაცხყოფას აყენებენ. 

ტაბულა ცდილობს, რომ დაუკავშირდეს რუსთავის საკრებულოსა და მის თავმჯდომარეს. დამატებით კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები