სტიქია ნეპალში

ნეპალში წყალდიდობას 65 ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაკარგულად მიიჩნევა

CNN

წყალდიდობის და მეწყერის შედეგად ნეპალში 65 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. 

CNN-ის ინფორმაციით, მანამდე 55 დაღუპულზე ვრცელდებოდა ინფორმაცია. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, მინიმუმ 30 ადამიანს ეძებენ. სტიქიის შედეგად 40 ადამიანი დაშავდა.  

გადაუღებელი წვიმების შედეგად ნეპალში დაზიანდა სახლები, ელექტროსადენები, დაზიანდა გზები და ჩაინგრა ხიდები. ათასობით ადამიანი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა.

 

კომენტარები