სირცხვილია

"ვიქნებით ყველგან, მანამ, სანამ გიორგი გახარია არ დატოვებს თანამდებობას" - აქციის 26-ე დღე

დღეს, რუსთაველის გამზირზე შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია კვლავ გაიმართება. "სირცხვილია! 26.0" 19:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ გაიმართება.

"ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ დავიღლებოდით
რომ პოლიტიკოსები გვმართავდნენ
რომ არ ვიდექით სწორ მხარეს
რომ მტერსაც კი უნდა დაუჯდე მოლაპარაკების მაგიდასთან
რომ პოზიტივზე კონცენტრირების დროა
რომ აქციის დარბევისას მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან
რომ გაგვაფრთხილეს, და თანაც 4-ჯერ
რომ ლეგიტიმური ძალა გამოიყენეს
რომ ადამიანები საავადმყოფოში აღარ არიან
რომ ღირსი ვიყავით
რომ სამაგიეროდ, ყვ...ბიანი მინისტრი გვყავს
რომ ანტისაოკუპაციო აქციას რუსული ფულით დაფინანსებული პოლიტიკოსები დაშლიდნენ

და მიუხედავად ამისა, ჩვენ ვართ ყველგან:
თბილისში,
ბათუმში,
გორში,
მიუნხენში,
ნიუ იორკში

და ვიქნებით ყველგან, მანამ, სანამ გიორგი გახარია არ დატოვებს თანამდებობას.

შს მინისტრი, "გავრილოვის ღამის" შემოქმედი გიორგი გახარია უნდა გადადგეს!", - წერენ აქციის ორგანიზატორები.

კომენტარები