ფულადი გზავნილები

ივნისში 6.3%-ით გაიზარდა შემოსული ფულადი გზავნილები

REUTERS

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის ივნისში საქართველოში შემოსულმა ფულადი გზავნილებმა 143.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (398.8 მლნ ლარი), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.3%-ით მეტია.

რაც შეეხება ქვეყნიდან გასულ გზავნილებს, მათი რაოდენობა წინა წელთან შედარებით 2.2%-ით შემცირდა და ჯამში 17.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საიდან შემოდის ფულადი გზავნილების ყველაზე მსხვილი რაოდენობა?

ფულადი გზავნილების ყველაზე მსხვილი მოცულობა ივნისში რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა. ჯამში, ჩარიცხული ფულის მოცულობამ 34.78 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი გზავნილების 24.22%-ია. რუსეთის ფედერაციას მოსდევენ იტალია და საბერძნეთი, შესაბამისად 13.44% და 11.89%-ით.

  1. რუსეთის ფედერაცია - 34.78 მლნ აშშ დოლარი, მთლიანი გზავნილების 24.22%
  2. იტალია - 19.3 მლნ, 3.44%
  3. საბერძნეთი - 17.08 მლნ, 11.89%
  4. აშშ - 15.29 მლნ, 10.64%
  5. ისრაელი - 13.38 მლნ, 9.32%
  6. თურქეთი - 7.56 მლნ, 5.26%
  7. ესპანეთი - 4.2 მლნ, 2.92%
  8. გერმანია - 4.04 მლნ, 2.81%
  9. უკრაინა - 3.33 მლნ, 2.32%
  10. პოლონეთი - 2.89 მლნ, 2.01%

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციიდან წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფულადი გზავნილების ნაკადი 11.26%-ით შემცირებულია. ევროკავშირის ქვეყნებზე ფულადი გზავნილების 39.53% მოდის, მოცულობა კი წინა წელთან შედარებით 25.15%-ით გაიზარდა.

კომენტარები