ფულადი გზავნილები

რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილები 11.26%-ით შემცირდა, ევროკავშირიდან 25.15%-ით გაიზარდა

REUTERS

საქართველოს ეროვნული ბანკის განახლებული მონაცემებით, 2019 წლის ივლისში რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.26%-ით შემცირდა. ამისდა მიუხედავად, არცერთი ცალკეული ქვეყნიდან უფრო მეტი ფულადი გზავნილი არ შემოსულა, ვიდრე რუსეთის ფედერაციიდან. ჯამში, ჩრდილოელ მეზობელზე ფულადი გზავნილების მოცულობის 24.22% შემოდის.

რუსეთიდან კლების საპირისპიროდ, იზრდება ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა. ევროკავშირიდან ივნისში ფულადი გზავნილების 39.53% შემოვიდა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან, ყველაზე მსხვილი მოცულობის გზავნილები შემოვიდა იტალიიდან და საბერძნეთიდან, შესაბამისად მთლიანი გზავნილების 13.44% და 11.89%. იტალიიდან გზავნილების მოცულობა 23.99%-ით გაზრდილია, საბერძნეთიდან კი 23.06%-ით.

ფულადი გზავნილების ნაკადები ყველაზე მკვეთრად ივნისში ყირგიზეთიდან გაიზარდა, საიდანაც გადმორიცხული თანხის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 236.7%-ით გაიზარდა. ამისდა მიუხედავად, ყირგიზეთიდან შემოსული ფულადი გზავნილები მთლიანი რაოდენობის 1.42%-ს შეადგენს.

ჯამში კი საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა ივნისში 6.3%-ით გაიზარდა.

საიდან შემოდის ფულადი გზავნილების ყველაზე მსხვილი რაოდენობა?

  1. რუსეთის ფედერაცია - 34.78 მლნ აშშ დოლარი, მთლიანი გზავნილების 24.22%
  2. იტალია - 19.3 მლნ, 3.44%
  3. საბერძნეთი - 17.08 მლნ, 11.89%
  4. აშშ - 15.29 მლნ, 10.64%
  5. ისრაელი - 13.38 მლნ, 9.32%
  6. თურქეთი - 7.56 მლნ, 5.26%
  7. ესპანეთი - 4.2 მლნ, 2.92%
  8. გერმანია - 4.04 მლნ, 2.81%
  9. უკრაინა - 3.33 მლნ, 2.32%
  10. პოლონეთი - 2.89 მლნ, 2.01%

 

კომენტარები