საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური

ხანძრის დროს კახეთში მეხანძრე დაიღუპა

kavkazplus

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თელავის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 51 წლის გელა მელიქიძე კახეთში, სოფელ ყარაჯალაში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა.

უწყების ინფორმაციით, მეხანძრე, თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს.

კომენტარები