გარდაცვლილი მეცნიერი

ამერიკელი მეცნიერის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დანაშაულს აღიარებს

Reuters

საბერძნეთის პოლიციის განცხადებით, მათ 60 წლის მეცნიერის მკვლელი იპოვეს.

8 ივლისს ქალის ცხედარი კუნძულ კრეტაზე, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ბუნკერებთან აღმოაჩინეს, ერთი კვირის შემდეგ, რაც ის დაკარგულად გამოცხადდა. სუზან იტონი კრეტაზე სამეცნიერო კონფერენციას ესწრებოდა, ის სარბენად გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა, რის შედეგადაც მისმა კოლეგებმა პოლიციას მიმართეს.

"დაკითხვის დროს მან თავისი დანაშაული აღიარა და დღესვე წაიყვანენ სასამართლოში", - თქვა პოლიციის ოფიცერმა.

დამნაშავემ აღიარა, რომ სუზანს მანქანით ორჯერ დაეჯახა, შემდეგ კი მისი მოკვლა გადაწყვიტა. გარდაცვალების მიზეზად ასფიქსია დასახელდა.

გარდაცვლილის სხეულზე აღმოჩენილია სექსუალური ძალადობის კვალიც.

კომენტარები