კუს ტბის საბაგირო

კუს ტბის საბაგირო გზა 18 ივლისიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

0 კომენტარი
ფოტო: tvfree.ge

კუს ტბის საბაგირო გზა, გადაუდებელი ტექნიკურის სამუშაოების გამო, 18 ივლისიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.

მერიის ინფორმაციით, გეგმიური შემოწმების შედეგად, დაიგეგმა საბაგიროს სრულად გამოცვლა, "საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" თანახმად.

"მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საბაგირო გზის ექსპლუატაცია შეჩერდება აღნიშნული სამუშაოების დასრულებამდე. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის“, - აცხადებენ მერიაში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები