სახელმწიფო ბიუჯეტი

მთავრობა მაღალმთიანი დასახლებების განვითარებისთვის 700 მილიონ ლარს დახარჯავს

მაღალმთიანი რაჭა
georgia.travel

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების საშუალოვადიანი სტრატეგია დაამტკიცა. პროექტის საპროგნოზო ორწლიანი ბიუჯეტი 700 მილიონი ლარია.

სტრატეგიის მიზანია მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერისა და სხვადასხვა სერვისებზე ხელმისაწვმდომობის ზრდა. პროექტის გეგმა ითვალისწინებს ადგილობრივი ტურისტული, საგზაო და სოციალური ინფრასქტრუქტურის მშნებლობას. მთავრობამ სტრატეგია, მთის კანონის მიღებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ დაამტკიცა.

მთის კანონის მიღების შემდეგ, შეიქმნა მთის განვითარების საბჭოც. საბჭოს თავმჯდომარის პოსტს პრემიერ-მინისტრი იკავებს, სულ საბჭოში 51 წევრია. მთის კანონის მიღების მომენტიდან შეიქმნა მთის განვითარების ფონდიც.

მთის კანონის ამოქმედების მომენტიდან, ფონდისთვის 86 მილიონი ლარი გამოიყო. ამასთანავე, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებზე, რომლის მიზანიც მთაში მოსახლეობის დამაგრება იყო, ამ წლებში 183 მილიონი ლარი დაიხარჯა. სტრატეგიის ორწლიანი ბიუჯეტი 700 მილიონი ლარია, თუმცა ჯერჯერობით ბიუჯეტის კონკრეტული გეგმა გაწერილი არ არის.

ამ დროისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსით 1,731 დასახლება სარგებლობს, სულ ამ ტერიტორიებზე 245 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ამ დასახლებების აბსოლიტური უმრავლესობა სოფელია, ასევე 12 დაბა და 8 ქალაქი. 

როგორც ინფრასტრუქტურის და რეგიონიული განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სტრატეგია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერითა და ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობით დაიწერა. 

 

 

კომენტარები