დიდი ბრიტანეთი

ბრიტანელმა კანონმდებლებმა შეთანხმების გარეშე ბრექსითის გართულებას მხარი დაუჭირეს

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

ბრიტანელმა კანონმდებლებმა 315 ხმით 274-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს შემოთავაზებას, რომელიც ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას და ამისათვის პარლამენტის უფლებამოსილების შეჩერებას გაართულებს, თუმცა სრულად არ ბლოკავს.

პრემიერმინისტრის პოსტისთვის ლონდონის ყოფილი მერი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრო ბორის ჯონსონი და მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი იბრძვიან.

მათგან ჯონსონი ლიდერობს, რომელმაც პირობა დადო, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს 31 ოქტომბერს აუცილებლად დატოვებს, თუნცა ეს შეთანხმების გარეშე მოხდეს. მან ამისათვის პარლამენტის უფლებამოსილების შეჩერებაც არ გამორიცხა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ პოსტი მაისის ბოლოს დატოვა. ევროკავშირის დატოვების თაობაზე მისი გეგმა პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო. ლეიბორისტულ პარტიასთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ მეიმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა იმის გამო, რომ პრემიერმინისტრ ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან მიღწეული ბრექსითის შეთანხმება ბრიტანეთის პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო, მეიმ ევროკავშირს გასვლის გადავადება სთხოვა. ამჟამად ბრიტანეთს ევროკავშირის დასატოვებლად დრო 31 ოქტომბრამდე აქვს.

მეის შემცვლელის ვინაობა საბოლოოდ 22 ივლისს გახდება ცნობილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები