IRI-ის კვლევა

IRI: მოსახლეობა ყველაზე დადებითად ეკლესიის საქმიანობას აფასებს - 89%

ipress

IRI-ის კვლევის მიხედვით, ეკლესიის საქმიანობას საქართველოს მოსახლეობის 89% დადებითად აფასებს. 2017 წელთან შედარებით, 1%-ით გაიზარდა მათი რაოდენობა, ვისაც მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობა მოსწონს

ამასთან, 6% ეკლესიის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, ხოლო 5%-ს არ აქვს მოსაზრება. 

საზოგადოებრივ ინსტიტუტებს შორის (ეკლესია, ჯარი, ქართული მედია, პოლიცია, ადგილობრივი ხელისუფლება, საჯარო განათლება, პარლამენტი, მინისტრთა კაბინეტი, ცენტრალური საარჩევნო კომისია, პრემიერმინისტრის ოფისი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, გუბერნატორები, პოლიტიკური პარტიები, პროკურატურა, ეროვნული ბანკი, სასამართლოები, პროფკავშირები) ყველაზე მაღალი რეიტინგი სწორედ ეკლესიას აქვს. 

კვლევა ჩატარდა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციის (GALLUP) მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის დაკვეთით. საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM). მონაცემები მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში, პირისპირ ინტერვიუების საშუალებით შეგროვდა. წარმომადგენლობითი შერჩევის მეთოდზე დაყრდნობით, გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონე 1500 მოქალაქე. კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/-2.5 პროცენტია. დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

კომენტარები