ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირზე პირველი მატჩი მოიგო

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის 500-იანი კატეგორიის ტურნირის პირველი წრის შეხვედრა მოიგო. მან ბოლივიელი უგო დელიენი (87) 2 სეტში ანგარიშით 6:4, 6:3 დაამარცხა.

ბასილაშვილმა საკუთარი ჩაწოდება 2-ჯერ დათმო, ხოლო მეტოქის მოწოდებაზე 5 გეიმი მოიგო, რაც მოგებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. 

მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასა (127) და ხუან ლოდეიროს (56) შორის გამარჯვებული იქნება.

კომენტარები